logo
ENG



ჩინეთში, სკოლის საერთო საცხოვრებელში მომხდარ ხანძარს 13 მოსწავლე ემსხვერპლა

20 იან 202411:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/20/ux7768u3s7cvfs2.jpg

ჩინეთში, სკოლის საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 13 მოსწავლე დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Reuters avrcelebs.

მედიის ცნობით, დაღუპულები მესამე კლასის მოსწავლეები იყვნენ. ადგილობრივი გამოცემები წერენ, რომ ხანძარი ჰენანის პროვინციის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში პარასკევს გაჩნდა.

მომხდარზე დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.


close დახურვა