logo
ENG



ჩინეთში საშიში ვირუსის გამო ღირსშესანიშნაობებს ხურავენ

24 იან 202019:46
3 წუთის საკითხავი
 

ჩინეთში საშიში ვირუსის გამო ღირსშესანიშნაობებს ხურავენ. ტურისტებისთვის იკეტება პეკინის საიმპერატორო სასახლის კომპლექსი, ჩინეთის კედლის ნაწილი და შანხაის დისნეილენდი.

ქვეყნის 5 ქალაქში ობიექტები დახურა მაკდონალდსმაც. ბოლო მონაცემით, კორონავირუსს ჩინეთში 26 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 880-ს აღწევს. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჰუბეის პროვინციის 13 ქალაქთან მიმოსვლა შეიზღუდა.

მსოფლიოს ყველა მსხვილ აეროპორტში ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს სკრინინგს უტარებენ. სტამბოლის აეროპორტში არ შეუშვეს ჩინელი ტურისტი, რომელსაც ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა. ის სპეცრეისით ჩინეთში გააბრუნეს. 


close დახურვა