logo
ENG



ჩინეთში ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო

19 ნოე 202613:47
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/19/aevnj6fla1lldvz.png

ჩინეთის ქალაქ შენჭენში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო. განხილვის მთავარი საკითხებია უკრაინაში ომი და ბირთვული შეიარაღების კონტროლი.

შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა განაცხადა, რომ სამი ლიდერი „ისტორიას ქმნის“. მან ხაზი გაუსვა ბირთვული არსენალების შემცირებისა და მათი გამოყენების რისკების შესამცირებლად თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ტრამპმა უკრაინაში რუსეთის ომზეც ისაუბრა და თქვა: „ვფიქრობ, მას [პუტინს] და, იმედი მაქვს, მეორე მხარესაც სურს, რომ ეს ომი დასრულდეს“.

პუტინის თქმით, სამივე ქვეყნის საერთო ინტერესებშია საერთაშორისო სამართლის სისტემის შენარჩუნება და რეგიონული კონფლიქტების მოგვარება, მათ შორის უკრაინაში.

სი ძინპინმაკი აღნიშნა, რომ ჩინეთმა, რუსეთმა და აშშ-მა გლობალური გამოწვევების საპასუხოდ თანამშრომლობის მაგალითი უნდა აჩვენონ. მისი თქმით, დიდ სახელმწიფოებს შორის ჰარმონიული თანაარსებობა მსოფლიოში მშვიდობის წინაპირობაა.


close დახურვა