logo
ENG



ჩიქოვანის ადვოკატი: ჩხრეკის შედეგად არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ

05 დეკ 202420:26
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანობა-ნაცონალური მოძრაობის წევრის დიმიტრი ჩიქოვანის წერეთლის ქუჩაზე მდებარე სახლში ჩხრეკა მიმდინარეობდა. ჩიქოვანის ადვოკატის ცნობით, ჩხრეკის შედეგად არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი ამოუღიათ.

ადვოკატის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები ვიდეოგადაღების პირობებში მიმდინარეობდა.

"გამომძიებელმა წარმოადგინა არა მოსამართლის განჩინება, არამედ დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ. საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა ვიდეოგადაღების პირობებში. ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი საკუთარი ტელეფონით იღებდა ვიდეოს. 

ჩხრეკის შედეგად არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი ამოღებული არ ყოფილა. 

ე.წ. სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი მობილური ტელეფონი, ერთი Apple-ის აიპადი და მეხსიერების ბარათი", - თქვა დიმიტრი ჩიქოვანის ადვოკატმა

როგორც გამომძიებელმა გვითხრა და როგორც დადგენილებაში იყო მითითებული, საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობრივი ქმედების მოწოდების მუხლებით", - თქვა ადვოკატმა.

დიმიტრი ჩიქოვანის ადვოკატის თქმით, ეს მოქმედება კანონმდებლობის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

"ნებისმიერი ე.წ. სამართალდამცველების მოქმედება ამ რეპრესიების ფარგლებში გასულია კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და ცხადია, არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს", - თქვა ჩიქოვანის ადვოკატმა.

***

ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის სახლში პოლიცია მივიდა. გარდა ამისა, პოლიცია მივიდა ნაციონალური მოძრაობის წევრის, დიმა ჩიქოვანის სახლშიც, რომელიც დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა.


close დახურვა