პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლენტეხსა და ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოხსნილია.
„ლენტეხის მუნიციპალლიტეტიდან და ხაშურის მუნიციპალიტეტ სოფელ ხიდისყურში 13 აპრილიდან მოქმედებს სპეციალური გამკაცრებული რეჟიმი რის ფარგლებშიც 4 500-მდე ადამიანს რამდენჯერმე ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. ასევე ჩატარდა შესაძლო კვლევების ყველა კონტაქტის მიზნობრივი კვლევა და მიღებული შედეგებისა შესაბამისად და ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, დღეიდან სპეციალლური რეჟიმი მოხსნილი იქნება ამ ორ ადგილას და იქ იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც მოქმედებს საქართველოში“, - განაცხადა ჩიქოვანმა.