logo
ENG



ჩიხრაძე: ქართულ საზოგადოებას ჭირდება მრავალფეროვანი არჩევანი

29 ნოე 201922:07
3 წუთის საკითხავი
 
j3k0c7o7h4zxfe7.jpg

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ქართულ საზოგადოებას მრავალფეროვანი არჩევანი სჭირდება. ჩიხრაძის თქმით, ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მარტო თითონ უნდა იყოს და არავისთან აპირებს ლაპარაკს.

„ქართულ საზოგადოებას სჭირდება მრავალფეროვანი არჩევანი. თუ რატომაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ უარი პროპორციულ არჩევანზე არის ის, რომ მათ არ სჭირდებათ მრავალფეროვანი არჩევანი. მათ უნდათ ორი პოლუსის გათამაშება, სადაც ივანიშვილი კომფორტულად გრძნობს თავს. ბიძინა ივანიშვილი ბოლო ინტერვიუში გვეუბნებოდა, რომ იქ არის მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ცუდი და მე მათთან ვერ ვილაპარაკებ. პირდაპირ გვეუბნებოდა ივანიშვილი, რომ მარტო მე უნდა ვიყო, რადგან არავისთან ვაპირებ ლაპარაკს“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“, „ახალი მემარჯვენეები“ და „შენების მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ გაერთიანდნენ. მათ არც პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება გამორიცხეს. 


close დახურვა