logo
ENG



ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პუტინის ნაჩუქარი მანქანით იმგზავრა

16 მარ 202413:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/16/ohivjmjmsex2rjl.jpg

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა პუტინის მიერ ნაჩუქარი მანქანით საჯაროდ იმგზავრა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის გაძლიერების "ნათელი მაგალითია".

სექტემბერში კიმისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ ფხენიანმა და მოსკოვმა უფრო მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეს. ამასთან, ისინი უარყოფენ დასავლეთის ბრალდებებს, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საარტილერიო ჭურვებსა და რაკეტებს აწვდის, რომლებსაც პუტინი უკრაინაში ომის წარმართვისთვის იყენებს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ განაცხადა, რომ რუსული Aurus-ის ლიმუზინით მგზავრობა "ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის მეგობრობის ნათელი დასტურია, რომელიც ყოველმხრივ ვითარდება".

კიმ ჩენ ინი პარასკევს საჰაერო წვრთნებს მეთვალყურეობდა და ბრძოლისთვის "რეალისტური" მომზადებისკენ მოუწოდა.

"მხოლოდ რეალისტურ წვრთას, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ომთან, შეუძლია ჯარისკაცები რეალურ მებრძოლებად მოამზადოს", - თქვა კიმმა.

სამხრეთ კორეამ და აშშ-მა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს პირველად მას შემდეგ, რაც ნოემბერში ფხენიანმა დატოვა 2018 წლის კორეათაშორისი სამხედრო, რომელიც დეესკალაციას ისახავდა მიზნად.


close დახურვა