logo
ENG



ჩხარტიშვილი: გაუქმდეს ონისა და ნამახვარის ჰესების კასკადების მშენებლობის ნებართვა

24 მაი 202016:50
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ადმინისტრაციასთან რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობის ნაწილმა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა აქცია გამართეს. ისინი ონისა და ნამახვანის ჰესებზე გაცემული ნებართვების გაუქმებას და დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვას ითხოვენ.  

„რაჭა-ლეჩხუმში დიდი ჰესების მშენებლობა არის დიდი ტრაგედიების წინაპირობა, რადგან სეისმურად აქტიური ზონაა. მათი ნგრევა ათასობით ადამიანის სიცოცხლეს მოსპობს. კლიმატის ცვილება გამოიწვევს სოფლის მეურნეობის და უნიკალური ტურისტული პოტენციალის დაკარგვას და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ კეთება იმისათვის, რომ ცალკეულმა პირებმა, მათ შორის ივანიშვილმა იშოვოს დამატებით ასობით მილიონი. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, გაუქმდეს ონისა და ნამახვარის ჰესების კასკადების მშენებლობის ნებართვა და ამასთანავე, საქართველოში აიკრძალოს დიდი ჰესების მშენებლობა“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

აქციას მოძრაობა „ლელოც“ შეუერთდა. მათი თქმით, ჰესების მშენებლობას ეკოლოგიური კატასტროფა მოჰყვება. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, ონისა და ნამახვარის ტერიტორია ეროვნულ პარკად უნდა გამოცხადდეს.

დღეს ხელისუფლება გვაგდებს ისეთ მდგომარეობაში, რასაც ჰქვია ეკოლოგიური კატასტროფა, რაც აუცილებლად მოჰყვება მსგავსი დიდი ჰესების მშენებლობას. ვიცით, რომ 21 კილომეტრი გვირაბში უნდა გაიყვანოს აფეთქების მეთოდით,  მდინარე რიონი და სორვადან გლოვამდე მთლიანად ეს ტერიტორიები უნდა დაიტბოროს, ამიტომ მოვითხოვთ კიდევ ერთხელ, გადაიხედოს და გამოცხადდეს ეროვნულ პარკად ეს ტერიტორიები“, - აცხადებენ მოძრაობა „ლელოს“ წევრები.


close დახურვა