logo
ENG



ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში საპროტესტო აქციები გაიმართა

06 ოქტ 202314:50
3 წუთის საკითხავი
 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში საპროტესტო აქციები გაიმართა. პროტესტის მიზეზად მოქალაქეები ასახელებენ იმას, რომ დირექტორის არჩევნებზე მხოლოდ ერთი კანდიდატია წარმოდგენილი. ისინი თანამდებობაზე წინა დირექტორების დაბრუნებას ითხოვენ.

რაც შეეხება თავად დირექტორებს, ისინი ხელისუფლების მხრიდან წინა საარჩევნო დირექტივებზე ლაპარაკობენ, რაც ხმების მობილიზების მოთხოვნას გულისხმობს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ არ არიან სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დირექტორობის კანდიდატების სიაში.

სოფელ კირცხის N1 საჯარო სკოლაში პროტესტს მოსწავლეებიც შეუერთდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა დირექტორის თავის პოზიციაზე დაბრუნებაა.

ამასთანავე კირცხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი თავად აცხადებს, რომ ის გახდა ხელისუფლებიდან ზეწოლის მსხვერპლი, რადგან მას არც სხვა სკოლაში დირექტორობის საშუალება არ ეძლევა, რის მიზეზად მიაჩნია ის, რომ არ ასრულებდა წინასაარჩევნო დირექტივებს.


close დახურვა