logo
ENG



ჩხრეკა რუსული სპეცსამსახურების სტილში

24 ოქტ 202421:14
3 წუთის საკითხავი
 

რეიდები არჩევნებამდე ორი დღით ადრე საბჭოთა კაგებეს სტილში - ასეა აღქმული ამერიკული ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლების სახლში ჩატარებული ჩხრეკა. ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებების მიზანი ბუნდოვანია. გადაიდო დაგეგმილი გამოკითხვაც კი. ეთო ბუზიაშვილთან და სოფო გელავასთან ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური შევიდა, ბუზიაშვილთან - მოტყუებით.

ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა არჩევნებში რუსეთის ჩარევას იკვლევენ, ანგარიშს ამზადებენ ახლაც. მკვლევრები წლებია, ოცნებას მიზანში ჰყავს ამოღებული, რადგან ამხელენ კრემლის ოპერაციებს თბილისში და ანტიდასავლურ კამპანიას, რომლის უკანაც ოლიგარქი დგას.

პარალელურ რეჟიმში ჩხრეკა მიმდინარეობდა რამდენიმე კომპანიაში, სადაც გამოძიება ე.წ.-ი ქოლცენტრების საქმეზე შევიდა. ადვოკატები ეჭვობენ, რომ ხელისუფლების მიზანი დისკრედიტაციის მცდელობა და დანაშაულთან რაიმე ფორმით ატლანტიკური საბჭოს დაკავშირებაა.


close დახურვა