logo
ENG



ცაგერის მუნიციპალიტეტში ძმის მკვლელობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

27 ივლ 202412:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/27/wqb10eo4dcda0ee.jpg

ცაგერის მუნიციპალიტეტში ძმის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 47 წლის დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ძმას ნაჯახი ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა