logo
ENG



ცერცვაძე: კვლევების მიხედვით შევადგინეთ პროტოკოლი და გავუწიეთ რეკომენდაცია პლაქველინს

21 აპრ 202017:38
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძემ, ექიმ ზურა გურულის განცხადებებს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსს არასწორი პროტოკოლით მკურნალობენ.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, პლაქველინს არ აძლევენ მსუბუქი სიმტომების მქონე ადამიანებს, მისივე განცხადებით არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე პლაქველინი კორონავირუსის წინააღმდეგ ერთადერთი ეფექტური მედიკამენტია.

„უშუალოდ კოვიდ ინფიცირებულის ავადმყოფის პროტოკოლი შემუშავებულია ავტორთა ჯგუფის მიერ ჩვენი ხელმძღვანელობით. გურული აკრიტიკებდა პროტოკოლს საკმაოდ მოურიდებლად ის ამბობდა, რომ საქართველოში კოვიდ ავადმყოფებს არასწორად მკურნალობენ. მას არამიზნობრივად უნიშნავენ პლაქვენილს, თითქოს ამას უნიშნავენ უსიმპტომო ავადმყოფებს, ვისაც ეს საერთოდ არ სჭირდება, ამიტომ ეს მედიკამენტი შეიძლება ზიანის მომტანიც იყოს, აგრეთვე თითქოს ამ მედიკამენტს იყენებენ საპროფილაქტიკოდ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კოვიდის ეფექტურად სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს და მიმდინარეობს ძიება ამისი.  ამ ფონზე, პლაქველინი ბევრის მიერ მიჩნეულია არსებულ მედიკამენტებს შორის საუკეთესოდ. ჩვენ გავეცანით სხვადასხვა კვლევის შედეგებს, დაავადების პათეგენოზი და თებერვალში მივედით დასკვნამდე, რომ არსებული მედიკამენტებიდან პლაქველინი სხვებს ჯობდა. შევადგინეთ პროტოკოლი და გავუწიეთ რეკომენდაცია პლაქველინს როგორც ერთ-ერთ ძირითად  სამკურნალო საშუალებას. ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის განცხადება, როცა მან მოუწოდა ამერიკას და მსოფლიოს რომ დაიწყონ მკურნალობა პლაქველინით“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


close დახურვა