logo
ENG



ცესკოს თავმჯდომარის პოსტს გიორგი კალანდარიშვილი ან გიორგი სანტურიანი დაიკავებს

09 ივლ 202109:12
3 წუთის საკითხავი
 

ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე კომისიამ 2 კანდიდატი შეარჩია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტს გიორგი კალანდარიშვილი ან გიორგი სანტურიანი დაიკავებს.

გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს იურისტი იყო. 2020 წლის არჩევნების წინ დაინიშნა HR დეპარტამენტის უფროსად და ამჟამადაც ამ პოზიციაზე მუშაობს. 

გიორგი სანტურიანი კი ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსია. 

გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათ შერჩეულ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ ისინი საზოგადოების ნდობას ვერ მოიპოვებენ.

კომისიის ერთ-ერთი წევრი, საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ სხვა კომისიის წევრებმა შერჩევის დროს ან დაბალი სტანდარტით იხელმძღვანელეს, ან წინასწარ იყვნენ ერთმანეთში შეთანხმებულები.

"პირადად მე ვფიქრობ, რომ ამ ორ კანდიდატს საზოგადოებაში არ ექნება მაღალი სანდოობა ბევრი მიზეზის გამო. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული. მე და ჩემმა კოლეგებმა სამოქალაქო სექტორიდან განსხვავებული პოზიციები დავწერეთ. ვფიქრობ, ამ გამოიყენეს ძალიან დაბალი სტანდარტი, ან იყო შეთანხმებული მოქმედება". - ამბობს სიმონიშვილი. 

რაც შეეხება კომისიის წევრობის 2 ვაკანტურ პოზიციას - სულ 5 კანდიდატი შეირჩა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს უნდა წარედგინოს.  

პრეზიდენტი კანდიდატებს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. თუ ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი აირჩევს, მისი უფლებამოსილების ვადა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში 6 თვე იქნება.

ახალმა თავმჯდომარემ თამარ ჟვანიას ადგილი უნდა დაიკავოს, რომელმაც თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. ის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.


close დახურვა