logo
ENG



ცესკო: ხმის დათვლის პროცესის გადაღებისთვის ქართულმა ოცნებამ 3700-მდე ვიდეოკამერა გადმოგვცა

27 აგვ 202121:29
3 წუთის საკითხავი
 
ცესკო: ხმის დათვლის პროცესის გადაღებისთვის ქართულმა ოცნებამ 3700-მდე ვიდეოკამერა გადმოგვცა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღებისთვის 3 700 - მდე ვიდეოკამერა ქართულმა ოცნებამ გადასცათ. ეს საკითხი დღის წესრიგში საარჩევნო რეფორმის შემდეგ დადგა.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ყველა ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახული იქნება ამა თუ იმ საარჩევნო უბნის ხმის დათვლის პროცესი, განთავსდება ონლაინ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი.

ცესკოს ცნობითვე, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესს 3 200 საარჩევნო უბანზე გადაიღებენ. იმ უბნებზე, სადაც ეს პროცესი არ განხორციელდება 300 ან 300-ზე ნაკლები ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

ამასთან, ვიდეოკამერების ნაწილი გამოყენებული იქნება გადათვლის პროცედურის გადაღებისთვის, რომელიც ასევე საარჩევნო რეფორმის შედეგად წელს პირველად განხორციელდება.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, თითოეულ საარჩევნო ოლქში წილისყრით გამოვლენილი 5 უბნის შედეგი ავტომატურად გადაითვლება.


close დახურვა