logo
ENG



ცესკო თურაზაშვილს: არ დასრულებულა გამოძიება, გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა

13 ნოე 202417:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/13/0gmg8fi4gcjl9m3.jpeg

 ცენტრალური საარჩევნო კომისია ძლიერი საქართველოს წევრის, ქეთი თურაზიშვილის განცხადებას გამოემხმაურა და ირწმუნება, რომ "არ დასრულებულა გამოძიება, გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების მიზეზად, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის თეონა ჯაფარიძის შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე მითითება". ცესკო-მ ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენლის ქეთევან თურაზაშვილის განცხადებას, რომელიც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

როგორც საჯარო განცხადებებიდან ირკვევა, ქეთევან თურაზაშვილის მამის, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მიუხედავად იმისა, რომ არ დასრულებულა გამოძიება, გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების მიზეზად, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის თეონა ჯაფარიძის შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე მითითება. სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე.

თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოქმედი კომისიის წევრის მიერ, გამოიკვეთება კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, ცესკო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლის საკითხს და ექნება სათანადო რეაგირება. საარჩევნო ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს ქეთევან თურაზაშვილს, დაელოდოს დაწყებულ გამოძიებაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილებას", - წერია ცესკო-ს განცხადებაში.

**

კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი, ქეთი თურაზაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. მისივე განცხადებით, ჯაფარიძემ თურაზაშვილის მამას, ალექსანდრე თურაზაშვილს სატელეფონო საუბრის დროს შეურაცხყოფა მიაყენა და ამ ფაქტიდან ერთი საათის შემდეგ გარდაიცვალა. 

 

close დახურვა