logo
ENG



ცისკარიშვილი: იყო აზრთა სხვადასხვაობა, როცა მელიამ კეზერაშვილი ოლიგარქობაში დაადანაშაულა

12 ნოე 202200:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/12/g67m8owvqr0q98s.jpg

აზრთა სხვადასხვაობები, თუ ჩამეკითხებოდით, გეტყვით რამდენიმე საკითხზე გვქონდა, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რაც საჯაროდა გამოვიდა ტელეეთერებში, როცა ნიკამ [მელიამ] თქვენს დამფუძნებელს [დავით კეზერაშვილს] ბრალი დასდო ოლიგარქობაში და რაღაც პოლიტიკაში ხელის შემოყოფისა და აქტიურობის მიმართულებით. პრაქტიკულად, იგივე მესიჯბოქსზე დაჯდა, რასაც "ქოცები" აჟღერებდნენ იმ პერიოდისთვის. ახლა აგრძელებს ოცნების ლიდერშიპი იმ პერიოდიდან დღემდე მოყოლებული, შეიძლება ნიკა საჯაროდ აღარ საუბრობს, მაგრამ ისინი არ გაჩერებულან, თავს ესხმიან დავით კეზერაშვილს. ჩვენი გუნდის მენეჯმენტის სხვა წევრებს მოუწიათ ღიად ამ განცხადებას დაჰპირისპირებოდნენ. ეს არასწორი იყო იმ პირობებში, იმ მოცემულობაში, როდესაც დეოლოგარქიზაციაზე იყო ევროპის მხრიდან საუბარი და მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი საუბრობს, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი კი არა, თურმე დავით კეზერაშვილი ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს არ მოგვეწონა. 


close დახურვა