logo
ENG



ცისკარიშვილი: სააკაშვილი "ალბათ მზადაა", ჩამოშორდეს პოლიტიკას, თუ უცხოეთში უმკურნალებენ

29 აპრ 202201:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/29/mbkc3d1yzsrvv3u.png

ნაციონალური მოძრაობის წევრის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი "ალბათ მზად არის", ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას, თუ მას უცხოეთში სამკურნალოდ გადაიყვანენ. ამაზე ცისკარიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"ამასთან დაკავშირებით მანაც გააკეთა განცხადება. არ ვიცი, ეს პიროვნულად მისი გადასაწყვეტია. ალბათ, მზად არის, რადგან აქ სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. თუ ასე გაგრძელდა, როგორც არის, ადამიანი უბრალოდ აღარ იქნება,ის გარდაიცვლება, მოკვდება მიხეილ სააკაშვილი. შეიძლება, იმდენი ესმით, რომ მესამე პრეზიდენტის სიკვდილი ქართული ოცნებისთვისაც დამაზიანებელი აღმოჩნდება და ქვეყანა ძალიან დიდ ქაოსში და უბედურებაში ჩავარდება. ყველასთვის დამაზიანებელი იქნება და ისინიც ჩაჰყვებიან ამას, ისინი ვერ იხეირებენ ამით. ხეირს და სარგებელს ვერ მიიღებს ოცნება" - ამბობს ცისკარიშვილი.

28 აპრილს ოჯახმა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადასაყვანად მთავრობას ორშაბათამდე მისცა დრო.

27 აპრილს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი. როგორც ექიმი აღნიშნავს, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი "საკუთარ თავს ინელებს".

ექიმები განმარტავენ, რომ ის ცილები, რომლებიც მას არ მიეწოდება, კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს. მათი მოსაზრებით, მის გამომწვევი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რამაც საბოლოოდ  ანორექსია ანუ მადის დაქვეითება გამოიწვია.


close დახურვა