logo
ENG



ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია

14 ოქტ 202611:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/14/uetf6mwp3n7s6x7.png

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია. შესაბამისი კრიტერიუმების მქონე პაციენტებისთვის პრეპარატის გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება.

უწყების ცნობით, მედიკამენტი დაავადების გამომწვევ გენეტიკურ მექანიზმზე მოქმედებს, აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას და ამცირებს დაავადების გამწვავებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს.

პაციენტებმა მკურნალობის დაწყებამდე საჭირო სამედიცინო კვლევები უკვე დაიწყეს.

საქართველოში ცისტური ფიბროზის დიაგნოზით დაახლოებით 110 ადამიანია რეგისტრირებული. მათგან პრეპარატის გამოყენებისთვის შესაბამისი გენეტიკური მუტაციები დაახლოებით 60-ს აქვს.

„ტრიკაფტა“ განკუთვნილია ორი წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები მედიკამენტის გამოყენებისთვის დამტკიცებულ კრიტერიუმებს შეესაბამება.


close დახურვა