logo
ENG



ციციშვილის კლინიკაში 3 კოვიდინფიცირებული ჩვილი მართვით სუნთქვაზეა

08 ივლ 202115:34
3 წუთის საკითხავი
 

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში სამი კოვიდინფიცირებული ჩვილი მართვით სუნთქვაზეა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, ერთ-ერთი ბავშვი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი და მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მას ინდური, "დელტა" შტამი ჰქონდეს. 

"3 პაციენტი გვყავს მართვით სუნთქვაზე. ისინი კოვიდინფიცირებულები არიან. აქედან, 2 ორი თვის ჩვილია, ერთი - 2 კვირის ახალშობილი. მათგან ერთი 29 ივნისს შემოვიდა, დანარჩენები პირველ ივლისს.

ერთი ბავშვი აფხაზეთიდან გადმოყვანილია და რადგან იქ ძირითადად "დელტა" შტაბი ცირკულირებს, მისი სიმძიმის გამო ეჭვი გაჩნდა რომ საჭირო იყო ამ ბავშვის გამოკვლევა. მასთან "დელტა" შტამი არის, სავარაუდოდ. მათი მდგომარეობა მძიმეა. მიმდინარეობს მკურნალობა კოვიდინფექციის პროტოკოლის მიხედვით", - ამბობს კლინიკის წარმომადგენელი. 

8 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 20 ადამიანი გარდაიცვალა.

ეპიდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის სულ 373 728 შემთხვევა დაფიქსირდა, ამათგან 5 415 პირი დაიღუპა.


close დახურვა