logo
ENG



ციხელაშვილი დიპლომატიურ საქმიანობას შეუდგა - ამ დრომდე უცნობია მისი შემცვლელის ვინაობა

15 ივნ 202008:18
3 წუთის საკითხავი
 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო ყოფილი მინისტრი დღეიდან ოფიციალურად ავსტრიაში საქართველოს ელჩია. ქეთევან ციხელაშვილმა თანამდებობა დატოვა და დიპლომატიურ საქმიანობას შეუდგება.

ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის მას. ამჟამად მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე ლია გიგაური ასრულებს.  ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას 2016 წლის აგვისტოდან იკავებდა. 


close დახურვა