logo
ENG



სიცრუეა - ირაკლი ბერაია მის მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ

05 ივლ 202017:18
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი (დაჩი) ბერაია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც დაჩი ბერაია „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, მისი კანდიდატურა არ განიხილება და ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„სასწაული! სიცრუეა ეს და სიცრუის ტირაჟირებას ნუ ახდენთ", - ამბობს ბერაია.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს ინფორმაციას ირაკლი (დაჩი) ბერაიასა და ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურების განხილვის შესახებ. მისი თქმით, პარლამენტის წევრები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე განიხილებიან.

მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ქეთევან ციხელაშვილმა თანამდებობა დატოვა და ავსტრიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა.


close დახურვა