მარკ ცუკერბერგი სახელმწიფოს მიერ სოციალურ ქსელებზე ნაწილობრივი კონტროლის დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ფეისბუკის" დამფუძნებელმა მიუნხენში, უსაფრთხოების კონცერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი კომპანია ყველაფერს აკეთებს სოციალური ქსელების დასაცავად, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევაც. ასეთ შემთხვევებად კი საარჩევნო პროცესი, პოლიტიკური დისკუსიები და მონაცემების დაცვა და გავრცელება დაასახელა.