logo
ENG



ცქიტიშვილი: სააღდგომო ლიტურგიაზე არ მივდივარ

03 აპრ 202013:46
3 წუთის საკითხავი
 

რეგიონალური განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, მიდის თუ არა ის სააღდგომო ლიტურგიაზე, უარყოფითი პასუხი გასცა.

„არა, მე და ჩემი ოჯახი სააღდგომო ლიტურგიაზე არ მივდივართ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. იკრძალება სამზე მეტი პირის შეკრება და საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-მდე გარეთ გასვლა.

მიუხედავად ამისა, ეკლესია ტაძრებში ღვთისმსახურებას არ წყვეტს და აცხადებს, რომ ტაძრის კარი მრევლისთვის ღიაა. გარდა ამისა, ეკლესია არც ზიარების წესს ცვლის.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს მართმადიდებლური სამყარო.


close დახურვა