მაია ცქიტიშვილის აზრით, ანაკლიის კონსორციუმი ვერ მოახერხებს დადგენილ ვადებში საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენას. მისი აზრით, კონსორციუმი ასევე, ვერ შეძლებს საკუთარი კაპიტალის შევსებას.
„ჩვენ გვაქვს 16 დეკემბერს შუალედური ვადა, როცა კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულებები ბანკებთან და ასევე გვაქვს 31 დეკემბრამდე ვადა, როცა უნდა იყოს წარმოდგენილი სრულად ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულებები, საკუთარი კაპიტალის შევსებაც უნდა მოხდეს, უნდა იყოს ხელმოწერილი ხელშეკრულება პორტის ოპერატორ კომპანიასთან, უნდა იყოს ხელშეკრულება მოწერილი მშენებელ კონტრაქტორ კომპანიასთან და ა.შ. ამ ვადების შესრულება კონსორციუმის მიერ ალბათ, ვერ მოხერხდება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ინფრაქტურტურის მინისტრი ასევე შეეხო პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიზგსი პროექტსაც. მისი თქმით, არ აქვს აზრი გზის არსებობას, თუკი პორტი ვერ აშენდება.
„გზას და რკინიგზას რაც შეეხება, პროექტირების ნაწილში, პროექტირება მიმდინარეობს. დამეთანხმებით, რომ არ აქვს არავითარი აზრი, გქონდეს გზა მაშინ, როცა არ გაქვს იქ ფუნქციონირებადი პორტი და როგორც კონსორციუმი გვპირდებოდა, წელიწადნახევარში იქ შემოვიდოდა პირველი გემი. ამიტომ ორივე საკითხი, გზა და რკინიგზა და პორტის ფუნქციონირების საკითხი ერთად უნდა იყოს განხილული“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ანაკლიის კონსორციუმს საქართველოს მთავრობამ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა 16 დეკემბრამდე ოქტომებრში გაუხანგძრლივა იმ დათქმით, რომ ეს ბოლო გადავადება იქნებოდა.