logo
ENG



ცქიტიშვილი IRI-ზე: მათი კვლევის შედეგები მნიშვნელოვნად არის აცდენილი რეალობას

04 დეკ 201913:05
3 წუთის საკითხავი
 
lmrbl60tenm1ntm.jpg

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ IRI მათთვის ავტორიტეტული ორგანიზაციაა, მაგრამ მათი კვლევების სედეგები აცდენილია რეალობას. როგორც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ამბობს, მმართველი პარტია ყოველ არჩევნებზე ამოწმებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და რეალურ სურათს.

„ასეთი კვლევითი ორგანიზაციები ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციები არიან ჩვენთვის, მაგრამ როდესაც ჩვენ უშალოდ ვეხებით მათ მიერ საქართველოში ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, ისინი მნიშვნელოვნად არის  აცდენილი რეალობას. ამ რეალობის შემოწმების საშუალება ჩვენ გვაქვს არჩვენებზე“, - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აზრით კი, ეს მეგობრების შეფასებებია და სწორედ ასეც აღიქვამს მას მმართველი პარტია.

„საქართველოს მთავრობას და პარლამენტს გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა აშშ-ის კონგრესთან. გვაქვს კავშირები სენატში და წარმომადგენელთა პალატის წევრებთანაც. რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეფასებები, რომელიც კეთდება, არის მეგობრების პოზიცია და ეს ასეც არის მიღებული - როგორც ჩვენი მეგობრების მოსაზრება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 


close დახურვა