ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა პოლიციაში. მოძალადე, რომელიც თავად გახდა მსხვერპლი. ადამიანი, რომელიც 5 ივლისს სხვებს ესხმოდა ფიზიკურად თავს, დაკავების შემდეგ პოლიციაში თავად გამოსცადა ძალადობა. სამართალდამცველებმა საკანცელარიო დანა გამოიყენეს. პატიმარს ხელი აქვს დასერილი. ფაქტი მაშინ მოხდა, როცა დაკავებული შეკრული ხელების გათავისუფლებას ითხოვდა.
ძალადობის მსხვერპლი მოძალადე
10 აგვ 202120:28
3 წუთის საკითხავი