ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი საპატრიარქო ძალადობისკენ მოწოდებებს კიდევ ერთხელ "ემიჯნება".
მათი თქმით, სასულიერო პირების მიერ ჩადენილ მსგავს ფაქტებზე უახლოეს მომავალში მოხდება რეაგირება.
"კიდევ ერთხელ ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ეკლესია ემიჯნება დღევანდელი აქციის დროს დაფიქსირებულ ძალადობისკენ მოწოდებებს. სასულიერო პირების მიერ ჩადენილ მსგავს ფაქტებზე უახლოეს მომავალში მოხდება რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე დილიდან არიან ჰომოფობები და მოძალადეები, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რამდენიმე სასტიკადაა ნაცემი. მათ სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრაც, დაარბიეს თბილისი პრაიდი ოფისი.