logo
ENG



ძალა ერთობაშია შეხვედრას მართავს

01 ივნ 202017:26
3 წუთის საკითხავი
clock 681

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფორმატში შეხვედრებს მართავს, ოპოზიციონერები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში არიან შეკრებილები. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, ისინი 2020 წლის არჩევნებისთვის სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, მაჟორიტარებზე მსჯელობენ.

„ძალა ერთობაშია“ გაერთიანების წარმომადგენლები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად განიხილება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, შეხვედრა საერთო სტრატეგიაზე მსჯელობისთვის იმართება, ხოლო გიორგი ვაშაძის კანდიდატურაზე მსჯელობა არ ყოფილა.

„გადაწყვეტილებებს გამოვაცხადებთ უახლოეს მომავალში. ახლა უნდა შევჯერდეთ სტრატეგიაზე - დავაყენებთ ერთიან კანდიდატებს თუ მეორე ტურში დავუჭერთ ერთმანეთს მხარს. ჩვენი პარტია გიორგი ვაშაძის კანდიდატურას არც განიხილავს. კონკრეტული სახელები და გვარები არ არის ჩამოყალიბებული - ჯერ მხოლოდ კონსულტაციებს გავდივართ", - აცხადებს  ზაალ უდუმაშვილი.

„ძალა ერთობაშია“ რომ პრემიერის კანდიდატურაზე შეთანხმდება, ადასტურებს ნიკოლოზ მაჭუტაძეც - თუმცა ვაშაძის კანდიდატურას ისიც უარყოფს.

„ჩვენი გაერთიანება შეთანხმდება საერთო პროპორციულზეც და მაჟორიტარობაზეც. მაგრამ ჩვენ ასევე გვეყოლება ერთიანი პრემიერობის კანდიდატი - მაგრამ ეს არ იქნება გიორგი ვაშაძე, მისი კანდიდატურა არ განიხილება", - ამბობს ნიკოლოზ მაჭუტაძე.

ერონულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი ხელისუფლების დამარცხებაა, რისთვისაც მთავარი კონსოლიდაცია იქნება.

„ძალა ერთობაშია“ ითვალისწინებს საერთო ოპოზიციურ ფონს, ვართ მიმართული კონსოლიდაციისკენ, მაგრამ მზად ვართ ყველა ოლქში ვიბრძოლოთ. ჩვენი ამოცანაა ხელისუფლების დამარცხება - გვაქვს ერთიანი პოზიცია. პრემიერის კანდიდატურაზე შევთანხმდებით, ვაშაძე კანდიდატი არაა", - განმარტავს ბაჩუკი ქარდავა.

მურმან დუმბაძე კი აცხადებს, რომ „ძალა ერთობაშია“ მუშაობს ცალკე მაჟორიტარების წარდგენაზეც, თუმცა, თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმდება, გაერთიანება საერთო ოპოზიციურ სპექტრთან განაგრძობს მუშაობას.

„ძალა ერთობაშია“ მუშაობს ყველა ოლქში მაჟორიტარების წარსადგენად, გაერთიანებული ოპოზიციას ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვს. ​ნათელაშვილის ოფისში ვიკრიბებით და შეთანხმებული ვართ, რომ დიდი ოპოზიცია ერთიან კანდიდატებზე შეთანხმდება. სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება პარლამენტში, განვიხილავთ ყველა ვერსიას", - აცხადებს მურმან დუმბაძე.


close დახურვა