logo
ENG



ძლიერი საქართველო: შედეგი ეწინააღმდეგება ხალხის არჩევანს - გავაგრძელებთ ბრძოლას

27 ოქტ 202401:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/27/osw8m9dgf2sszyy.png

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რომ ისინი არჩევნების შედეგებს არ შეეგუებიან და ბრძოლას ყველა კანონიერი, დემოკრატიული ფორმით გააგრძელებენ. 

"ამისთვის არ ყოფილა ქართველი ამომრჩევლების ისტორიული აქტივობა, ამისთვის არ უვლიათ ემიგრანტებს ასეულობით კილომეტრი, ამისთვის არ მდგარან ისინი 8-9 საათი საელჩოებთან რიგში. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა კანონიერი, დემოკრატიული ფორმით. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, ევროპული მომავლის გადასარჩენად გამოვიყენებთ ყველა მშვიდობიან, პოლიტიკურ, დემოკრატიულ საშუალებას", - აღნიშნა ცუცქირიძემ.

ამასთან, ძლიერი საქართველოს კიდევ ერთმა წევრმა, ანა დოლიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისინი განრისხებულნი არიან იმით, რისი დაწერაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაბედა. 

"პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი წარმოდგენა და დაწერა გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს ცოტა ხნის წინ, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საყოველთაო დაშინების, გაყალბების, მოსყიდვის ფონზე ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებული ეს ციფრები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ისტორიულ და დღევანდელ არჩევანს. კოალიცია ძლიერი საქართველო აცხადებს, რომ ყოველსაათობრივად იბრძვის თითოეული მოქალაქის ხმისა დანების დასაცავად. ჩვენ ვიყენებთ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის დემოკრატიული და ევროპული არჩევანი", - თქვა დოლიძემ.

 

 


close დახურვა