ძლიერი ქარის გამო ვარკეთილში ხე წაიქცა და ორ ადამიანს დაეცა. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ამ წუთებში ოპერაციას უტარებენ.
ადგილზე ამ დრომდე რჩებიან თბილისის მერიის თანამშრომლები, ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ აქვთ, დროებით, თავი შეიკავონ ხეივნებსა და სხვა რისკის შემცველ ადგილებში გადაადგილებისგან.
ძლიერმა ქარმა ხეები თბილისის რამდენიმე უბანში წააქცია, დაზიანდა მანქანები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.
როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ძლიერი ქარის გამო 90-მდე შეტყობინებაა შესული და ყველა მათგანზე მიმდინარეობს ოპერატიული რეაგირება.