ბოლო 24 საათში ძლიერი ქარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში მთელი საქართველოს მასშტაბით 64 შეტყობინებაა შემოსული.
საგანგებო სიტუაციეების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა.
გამოძახებების უმრავლესობა თბილისში იყო - 49. რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელოში - 2, იმერეთში - 2, გურიაში - 1, შიდა ქართლში - 4, ქვემო ქართლში - 3, აჭარაში - 2, მცხეთაში- 1. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.