ძლიერმა წვიმამ და ქარმა ქალაქ გორში სამ საცხოვრებელ კორპუსს სახურავი მთლიანად გადახადა.
მოსახლეობა ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვს. როგორც გორის მერიაში აცხადებენ, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის, კაპიტალურ რემონტამდე კი კორპუსებს დროებით გადახურავენ.
ძლიერმა ქარმა რამდენიმე ქუჩაზე ხეებიც მოტეხა. სამაშველო სამსახურმა გზა უკვე გაწმინდა.