logo
ENG



წალენჯიხაში ენმ-სა და გახარიას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმა კანდიდატურები მოხსნეს

09 სექ 202115:06
3 წუთის საკითხავი
 
წალენჯიხაში ენმ-სა და გახარიას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმა კანდიდატურები მოხსნეს

წალენჯიხაში ორი ოპოზიციური პარტიის - ნაციონალური მოძრაობისა და საქართველოსთვის ჭალე-მუჟავას მაჟორიტარობის კანდიდატებმა კანდიდატურები მოხსნეს. ინფორმაციას ლელოს წევრი თამარ ბელქანია ავრცელებს.

ბელქანია მათზე ზეწოლაზე საუბრობს.

"პარტია საქართველოსთვის ჭალე-მუჟავას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი შამუგიამ კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებით წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიას დღეს მიმართა და უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. საგულისხმო კი ისაა, რომ ეს ქალბატონიც პედაგოგია.

გუშინ კანდიდატურა ნაციონალური მოძრაობის ჭალე-მუჟავას მაჟორიტარმა, პროფესიით პედაგოგმა მოხსნა და მას მეორე დღეა ტელეფონი გამორთული აქვს. მეტიც კავშირზე საკუთარ პარტიასთანაც არ გამოდის.

ამიტომ ჩემი ღია სოლიდარობა პროფესია პედაგოგისადმი! ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია, მით უფრო საოკუპაციო ხაზზე! სასწრაფოდ უნდა მოხდეს განათლების, კერძოდ კი სკოლის დეპოლიტიზება, სანამ კიდევ გვაქვს ავტორიტეტი მოსწავლეებს შორის! სოლიდარობას და გვერდში დგომას ვპირდები ყველა პედაგოგს ვისზეც ხელისუფლება ზეწოლას ახდენს", - წერს ბელქანია.

ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიცია მმართველი გუნდის მხრიდან მათ კანდიდატებზე ზეწოლაზე საუბრობს. ოპოზიცია ამბობს, რომ მათ წევრებს აშინებენ, აშანტაჟებენ და კანდიდატურის მოხსნას სთხოვენ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა