წალენჯიხაში კაცი მეზობელმა დაჭრა. როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სავარაუდო დამნაშავე კი ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.