logo
ENG



წალენჯიხაში კაცი ფუტკრის ნაკბენით გარდაიცვალა

12 ივნ 202114:32
3 წუთის საკითხავი
 

წალენჯიხაში 55 წლის კაცი ფუტკრის კბენის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ანაფილაქსიური შოკი გახდა. 

ინფორმაციას ადასტურებს წალენჯიხის მუნიციპალიტესის მერიის პრეს-სამსახური. 

როგორც ფორმულასთვის ხდება ცნობილი, კაცი ფუტკრებთან სეზონურ სამუშაოებს შესაბამისი ეკიპირებით ატარებდა. მიუხედავად ამისა, ფუტკარმა შეძლო ეკიპირებაში შეღწევა და ყელის არეში, არტერიაზე უკბინა, რის შედეგადაც კაცი გარდაიცვალა.

სასწრაფო-სამედიცინო ადგილზე მისვლის მომენტისთვის ის უკვე გარდაცვლილი იყო. 


close დახურვა