დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, თბილისიდან 56 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი წალკასთან ახლოს, სოფელ სალამალეიქისთან 5 კილომეტრში იყო.
მიწისძვრა თბილისის დროით 23:53 საათზე მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.