logo
ENG



წამების ორი წლის მსხვერპლი - შაბათის ფორმულა

04 მარ 202320:30
3 წუთის საკითხავი
 

2 წლის გოგონას შემზარავი ამბავი. როგორ გახდა ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. მოტეხილი ხელი, ყბა, დამწვარი სხეული და სითხე ორგანიზმში. მრავლობითი დაზიანებებით 2 წლის გოგონა ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, საავადმყოფოში რჩება. რა მოხდა სოფელში და როგორ ძალადობდნენ თვეების განმავლობაში ბავშვზე ოჯახის წევრები. დაკავებულია მსხვერპლის მამა, რომელმაც ბრალი აღიარა, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა კაცმა დანაშაული თავის თავზე იმიტომ აიღო, რომ დედამისი და და, ბავშვის ბებია და მამიდა სასჯელისგან ეხსნა. 4 მცირეწლოვანი ბავშვი, მამის ოჯახში 2 თვეზე მეტია დედის გარეშე ცხოვრობს. მას შემდეგ რაც მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, მცირეწლოვნები დედას არ გაატანეს. სავარაუდოდ სწორედ ამ მომენტიდან იწყება ბავშვებზე სისტემატური ძალადობა. 2 წლის ბავშვის გარდა, ფიზიკური დაზიანებების კვალი, მის უფროს დას, 6 წლის გოგონასაც აღენიშნებოდა. რატომ დუმდა ბავშვებზე ძალადობის შემზარავ ფაქტებზე სოფელი და რატომ არ რეაგირებდა სოციალური სამსახური - შაბათის ფორმულას სიუჟეტი.


close დახურვა