logo
ENG



წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ცაბაძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

25 აპრ 202313:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/25/wra5gr4gfhdh7be.jpg
თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 25 აპრილის 23:00 საათიდან სამი დღის განმავლობაში, გიორგი ცაბაძის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

უწყების ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად.

კერძოდ, დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით - დიმიტრი ყიფიანის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთის გავლით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან დინამო არენასკენ გადაადგილება დროებით შეიზღუდება.


close დახურვა