„ძალიან დიდ შარში გავეხვევით, თუ ზომებს არ მივიღებთ“, - ასე აფასებს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაში საქართველოში შექმნილ ვითარებას.
როგორც იაკობაშვილი გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" განმარტავს, ქართული ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაქციის არქონის შემთხვევაში დაიწყება მსჯელობა სანქციებზე.
მისივე თქმით, ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ქმედება და არა „ქართული ოცნების“ წევრების შტატებში გაგზავნა.
„წერილები არის ბოლო გაფრთხილება. წერილებს მოჰყვება საჯარო განხილვები და ეს მთავრდება სანქციებით. ძალიან დიდ შარში გავეხვევით, თუ ზომებს არ მივიღებთ. საგარეო საქმეთა მინისტრისა და თალაკვაძის გამოგზავნას აქ აზრი არ აქვს - შეიძლება ძალიანაც კარგი ადამიანია, მაგრამ მას აქ არავინ იცნობს და ამას არ ექნება შედეგი“, - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ვიზიტი იგეგმება.