გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 24 ივლისს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 25 და 26 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.