საქართველოს წითელმა ჯვარმა კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია წამოიწყო.
კამპანიის ფარგლებში გავრცელდა საინფორმაციო მასალები და სწორი გზავნილები ვირუსის გავრცელების გზების, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციებისა და თვითიზოლალაციის შესახებ.
ღონისძიებაში მონაწილეობა ცნობადმა სახეებმა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მოხალისეებმა მიიღეს. აღნიშნული კამპანია მრავალჯერადი ხასიათისა იქნება.