ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის განცხადებით მას და გიორგი ვაშაძეს მამუკა მდინარაძე და სხვა უმრავლესობის წარმომადგენლები "ფიზიკურად დაუპირისპირდნენ."
"მოსაწევ ოთახში სადაც კამერები არ არის - მე და გიორგი ვაშაძეს მამუკა მდინარაძე და ქოცები ფიზიკურად დაგვიპირისპირდნენ.
პასუხიც მიიღეს. ასევე მუშტი კრივი.
მოღალატეს რომ ვეძახით უტყდებათ მონებს!"- წერს წითლიძე Facebook-ზე.
ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს განაცხადა, რომ ოპოზიცია პროვოკაციას გეგმავს. "განსაკუთრებით ქალი დეპუტატების მხრიდან და გაფრთხილებთ, რომ უპასუხოდ არ დარჩება ეს მძიმე პროვოკაცია."
"ბატონებო, მძიმე პროვოკაციას გეგმავთ, ვიცით ამის შესახებ, განსაკუთრებით ქალი დეპუტატების მხრიდან და გაფრთხილებთ, რომ უპასუხოდ არ დარჩება ეს მძიმე პროვოკაცია და არ შეიძლება ასეთი მეთოდებით, თქვენ რასაც გეგმავთ, ასეთი სიბინძურის გაკეთება, არც მოფიქრება არ შეიძლება და დანარჩენი ვნახოთ."- თქვა მდინარაძემ.