logo
ENG



წილოსანი: სააკაშვილის რეპრესიები ედრება 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს

18 აპრ 202313:17
3 წუთის საკითხავი
 
წილოსანი: სააკაშვილის რეპრესიები ედრება 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს

სააკაშვილი არის პროდუქტი იმ მახინჯი სისტემის, როდესაც დირექტიულად მოგაწვდიან რაღაც მოცემულობას და თვალდახუჭული უნდა მიჰყვე და პროტესტიც არ უნდა გამოაცხადო. ასე ცდილობდა ის მთელი თავისი მმართველობის დროს თვალდახუჭული აგვეტანა ყველა ის უფლებების დარღვევა და დემოკრატიის ნგრევა, რასაც აკეთებდა. და ვინც ამას გააპროტესტებდა, რეპრესიები ჰქონდა გარანტირებული. თუ ვინმე საქართველოს ბოლო ასწლეულის ისტორიას იცნობს, ალბათ, დამეთანხმებით, რომ სააკაშვილის რეპრესიები ედრება 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს. ისევე, როგორც მახინჯი იყო საბჭოთა მმართველობა და ფიქცია იყო მათი სისტემა, რომელიც მოიგონეს, ასევე, მახინჯი და ფიქცია იყო სააკაშვილის ვითომ დემოკრატია და მისთვის ადამიანის უფლებები.


close დახურვა