logo
ENG



წილოსანს მიაჩნია, რომ გვარამიას დაკავება ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს არ შეუშლის

16 მაი 202216:56
3 წუთის საკითხავი
 
წილოსანს მიაჩნია, რომ გვარამიას დაკავება ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს არ შეუშლის

ქართული ოცნების დეპუტატს ნინო წილოსანს მიაჩნია, რომ ნიკა გვარამიას დაკავება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს არ შეუშლის.

მისი თქმით, "არაერთი საქმე იციან", როდესაც პოლიტიკასთან და მედიასთან დაკავშირებული პირები იხდიან სასჯელს, მათ შორის დასავლური ქვეყნების შემთხვევაში.

"არაერთი საქმე ვიცით, მათ შორის ევროკავშირის თუ დასავლური ქვეყნების შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკასთან ან მედიასთან დაკავშირებული პირები იხდიან სასჯელს, ამიტომ ერთი მეორეს არ უკავშირდება და როდესაც ეს ყველაფერი დაკარგავს თქვენგან მინიჭებულ რაღაც განსაკუთრებულ წონას პოლიტიკასთან ბმის თემაზე, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ნათლად გახდება ცნობილი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეს ყველაფერი არ შეუშლის [ხელს]" - თქვა წილოსანმა.

წილოსანის განცხადებით, "არ მოელიან", რომ ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს.

"რიგ შემთხვევაში პრეზიდენტი, შესაძლოა, გარკვეულ მოულოდნელ ნაბიჯებს აკეთებს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ მოველით, რომ ის ადამიანს, რომელიც პირადად პრეზიდენტის ინსტიტუციისა და მის წინააღმდეგ ყველაზე დესტრუქციულ ნაბიჯებს დგამდა, ამ შემთხვევაში მის გადაწყვეტილება რამენაირად შეიძლება იყოს დამხმარე", - თქვა წილოსანმა.

სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.


close დახურვა