logo
ENG



წინააღმდეგობრივი გარემოებებისა და ჩვენებების რიცხვი მატულობს - შაქარაშვილის საქმე

09 ივლ 202020:15
3 წუთის საკითხავი
 

წინააღმდეგობრივი გარემოებებისა და ჩვენებების რიცხვი მატულობს. 13-ტომიან საქმეში თანდართული ფოტომასალიდან ირკვევა, რომ იაკობ ბრეგვაძე გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით, მცხეთიდან არა სახლში, არამედ თემქაზე ბინაში მივიდა. იქ კი მცხეთის შეკრებიდან წამოსული იუბილარი და მეგობრები იყვნენ, წვეულება თბილისში დილამდე გაგრძელდა. საქმეშივე დართული ჩვენებით კი ირკვევა, რომ მომხდარი დაპირისპირებისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ იუბილარმა და მისმა მეგობრებმა იცოდნენ. 

რა მოიმოქმედეს ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ მოსმენილი ამბის შემდეგ საბედისწერო წვეულების მონაწილეებმა, - უპასუხოა. ვახო სანაიას მიერ აღმოჩენილ მასალებში, სამართალდამცველის ჩვენებაცაა. ამ ჩანაწერის მიხედვით, ფოტოგრაფი, რომელიც წვეულებაზე იმყოფებოდა, ხიდზე შაქარაშვილთან ერთად მოდიოდა და შემდეგ თემქაზეც მივიდა, ამბობდა, რომ არ იცნობდა მათ, ვისაც მასთან ერთად თავს დაესხნენ. 

დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" 20:00-საათიან გამოშვებაში. 


close დახურვა