თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში კაცმა მეზობელი დაჭრა.
ფორმულას ინფორმაციით, კონფლიქტი ძროხის გამო დაიწყო - კაცი მეზობელს საქონლის მოპარვას აბრალებდა, რის გამოც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, შემდეგ კი ერთმა მეორეს იარაღიდან ესროლა. როგორც გაირკვა, ძროხას გზა აებნა და სახლში გვიან დაბრუნდა.
სავარაუდო დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ, დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
