logo
ENG



წინასაარჩევნო დარღვევები და ამომრჩევლის მოსყიდვა

15 ოქტ 202420:22
3 წუთის საკითხავი
 

თავდასხმა აქტივისტებზე, ოპოზიციის ოფისის დარბევა, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის დაჯარიმება, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა - რა მეთოდებს იყენებს ხელისუფლება? - არჩევნებამდე 12 დღით ადრე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა სავარაუდო დარღვევები აღწერეს.

ხშირია დაპირებები ხმის სანაცვლოდ, ადმინისტრაციული რესურსის შერჩევითად გამოყენების შემთხვევაც. მაგალითად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქ რუსთავში ფორმულას უყვებიან, რომ ბიუჯეტიდან გზები და სადარბაზოები მხოლოდ იმათ შეუკეთეს, ვინც ოცნების წევრია ან ოლიგარქის მომხრე.


close დახურვა