აჭარის ტელევიზიის კიდევ ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი, გადაცემა „ჰეშთეგის" ერთ-ერთი წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს გიორგი კოხრეიძეს სასამართლოში უჩივლებს.
რეხვიაშვილის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი მისი ფეისბუკ პოსტი გახდა. სოციალურ ქსელში მან სამსახურიდან გათავისუფლებულ კოლეგას- აჭარის ტელევიზიის წამყვანს თეონა სურმანიძეს გამოუცხადა სოლიდარობა. რეხვიაშვილი მაუწყებლის დისკრედიტაციასა და ცილისმწამებლურ პოსტის გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. გადაწყვეტილება ტელევიზიის დირექტორმა მას წერილობით აცნობა.
კიდევ ერთი კრიტიკული ჟურნალისტის გათავისუფლების ფაქტს თავისუფალ მედიაზე თავდასხმა და პირდაპირი დევნა უწოდეს დღეს მედია ექსპერტებმა. მათი თქმით, კოხრეიძის გეგმა ხელისუფლების წინასაარჩევნო დავალებას ჰგავს.
დანაშაულებს შორის კიდევ ერთი უკანონო ეპიზოდი უწოდა რეხვიაშვილის შემთხვევას მაუწყებლის ყოფილმა ხელმძღვანელმა. ნათია კაპანაძე პირველი იყო ვინც მაუწყებელი იძულებით ზუსტად ერთი წლის წინ დატოვა
ჟურნალისტის გათავისუფლებას არასამთავრობო სექტორიც გამოეხმაურა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი რეხვიაშვილის უფლებებს სასამართლოში დაიცავს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ აჭარის მაუწყებლის ხელმძღვანელობამ შრომითი კანონმდებლობაც უხეშად დაარღვია.
საია-ს ხელმძღვანელი მიიჩნევს რომ უკანონოდ გათავისუფლებული რეხვიაშვილის დასჯა იმ შეუქცევადი პროცესის გაგრძელებაა, რომელიც კოხრეიძემ მისი ტელევიზიაში მისვლის დღიდან დაიწყო.სულხან სალაძე მიმდინარე პროცესებში საგანგებოდ შერჩეული მრჩეველთა საბჭოსაც ადანაშაულებს
გიორგი კოხრეიძე აჭარის მაუწყებლის დირექტორად ნოემბერში აირჩიეს. ნოემბრიდან ამ დრომდე გენერალურმა დირექტორმა 10 ზე მეტი ადამიანს სამსახურეობრივი პოზიცია შეუცვალა, ჩამოაქვეითა ან გაათავისუფლა.