კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მსოფლიო ჩემპიონს ფინანსები, მათ შორის ხელფასი დაუთვალა და გაასაჯაროვა. უწყების ფეისბუქ გვერდიდან ელენე ქებაძის სტატუსის კომენტარებში ხარჯთაღრიცხვა გამოაქვეყნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სპორტსმენმა გულისწყვეტა გამოხატა - ტიტულის მოგების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულ მსოფლიო ჩემპიონს სამინისტროდან არავინ დახვდა. სპორტსმენი ამბობს, რომ წულუკიანის უწყებამ მილოცვის ტექსტიც კი წაშალა საკუთარი გვერდიდან.
წულუკიანის "შურისძიება" სპორტსმენის კრიტიკის პასუხად
20 დეკ 202220:06
3 წუთის საკითხავი