ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი უარყოფს ფორმულას ინფორმაციას, ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლაზე. ამასთან, იმედოვნებს, რომ ივანიშვილი პარტიის საქმიანობაში კიდევ დიდხანს იქნება ჩართული.
"არცერთი განხილვა პარტიაში, რომელიც ამ საკითხს, ან ამ ტიპის მიმსგავსებულ საკითხს მიეძღვნებოდა, არ ყოფილა, შესაბამისად ეს საკითხი არ განიხილება. იმედია, ბატონი ბიძინა პარტიის საქმიანობაში იქნება ჩართული კიდევ დიდხანს", - ამბობს წულუკიანი.
17 დეკემბერს ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების პარტიულ ყრილობაზე, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, მომავალ კვირას იგეგმება, ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს და მის ადგილას ყრილობა ირაკლი კობახიძეს აირჩევს.